მსოფლიო
„ივანიშვილთან ვინც მივიდა, ბევრი გაყოყოჩდა. ვინც გარეთ დარჩა კი, პირიქით, გაბოროტდა“
2012-03-14 18:06:38
ჩამოტვირთვა
„ივანიშვილთან ვინც მივიდა, ბევრი გაყოყოჩდა. ვინც გარეთ დარჩა კი, პირიქით, გაბოროტდა“ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „თეთრების“ ლიდერმა პრაიმ ტაიმის მედიაკლუბში განაცხადა. თემურ შაშიაშვილი „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის ნათქვამსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაია ფანჯიკიძემ ნონა გაფრინდაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრების წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ, ოლიგარქის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შეხვედრის რამდენიმეწუთიანი ვიდეო გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ნონა გაფრინდაშვილმა სრული ვერსიის გასაჯაროება მოითხოვა. პასუხად, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერის სრული ვერსიით სახალხო კრებას ბურჯანაძესთან თავის მართლება სურს.
კომენტარები