1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არავინ აღიარებს“

ჩამოტვირთვა

ყველა დევნილი საკუთარ სახლში უნდა დაბრუნდეს და თუ ეს არ მოხდება, სეპარატისტულ რეგიონებში ვერცერთი პროცესი ლეგიტიმური ვერ იქნება – ეს განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით საპარლამენტო კომისიის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ეკა ტყეშელაშვილის თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის პირობებში, ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არავინ აღიარებს. ეკა ტყეშელაშვილმა დეპუტატებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შექმნილი სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული დეტალები დახურულ ფორმატში გააცნო. სხდომის დახურვამდე განცხადება კომისიის თავმჯდომარემაც გააკეთა. შოთა მალაშხიამ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საოკუპაციო ძალების პოლიტიკა შეაფასა. კომისიის სხდომაზე მალაშხიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების დაჩქარების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები