1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ერთი კაცის შოუ“ და დებატები პარლამენტში

ჩამოტვირთვა

ერთი კაცის შოუ, ასე უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიას გამოსვლას და პარტიაში შოუმენების ვაკანსიებზე კასტინგის გამოცხადება ურჩია, ეს შეფასება ბაღათურიას იმ გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც ქართული დასის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებისაკენ მოუწოდა და აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაში სამთავრობო ფრთის ფინანსური დაინტერესების დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობა დადო. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს ქრისიტან დემოკრატებმაც, ლევან ვეფხავაძისა და გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მსგავსი რელიგიური საკითხები საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. ქრისტიან დემოკრატებისა და ქართული დასის განცხადებებს, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხზე, საპარლამენტო უმრავლესობამ პოპულისტური გამოსვლები უწოდა და ოპოზიციას მოუწოდა, ქვეყნისათვის სასარგებლო ინიციატივებს დაუჭირონ მხარი. გარდა ამ საკითხებისა, ქართული დასის ერთ–ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პარლამენტში მისვლის თხოვნით, იუსტიციისა და შსს–ს მინისტრებს, ასევე გენერალურ პროკურორს მიმართა, თუმცა როგორც უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, მსგავსი მოთხოვნის საფუძველზე, სესიებზე მინისტრების მისვლა რეგლამენტს არღვევს და მზად არიან ოპოზიციისთვის საინტერესო შეკითხვებს თავად გასცენ პასუხი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები