1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს

ჩამოტვირთვა

საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. აფხაზეთში ჩატარებულ დეფაქტო არჩევნებს არც ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს. ამის შესახებ დღეს თეთრი სახლის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა, განაცხადა. აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს ამერიკის საელჩო საქართველოში. ამის შესახებ განცხადება დღეს ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა. ოფიციალურ დოკუმენტში, საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს არალეგიტიმურად სცნობს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართა, რისთვისაც 174 საარჩევნო უბანი გაიხსნა. დარეგისტრირებულდა 150-მდე კანდიდატი, ამომრჩეველთა რაოდენობამ კი 149 000-ს აგადააჭარბა. აფხაზეთის დე–ფაქტო პარლამენტს 5 წლით ირჩევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები