1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვალერი გელბახიანი: “ივანიშვილს უამრავი ხარვეზი აქვს”!

ჩამოტვირთვა

ყოფილი პარლამენტარი, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალდებული, ვალერი გელბახიანი, დღეს, პრაიმ–ტაიმში, ჟურნალისტებს შეხვდა. გელბახიანი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და გამოძიებასთან თანამშრომლობას აგრძელებს. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ აპირებს და საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას აკვირდება. გელბახიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციას „ჩემი საქართველო“ უერთდება. ვალერი გელბახიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოლიგარქსა და მის პოლიტიკურ გუნდს უამრავი ხარვეზი აქვს, რაც სწორი ორიენტაციის აღებასა და დასახული გეგმების განხორციელებაში ხელს შეუშლის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები