პოლიტიკა
"ქართულ მხარეს რუსეთთან რეალური დიალოგის დაწყება სურს"
2012-03-13 15:21:57
ჩამოტვირთვა
პრეზიდენტის პრესსპიკერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. მანანა მანჯგალაძის თქმით, რუსეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და საერთოდ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, არაერთხელ უთქვამთ, რომ მათ პრობლემა აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან და არა ქართველ ხალხთან.
მანჯგალაძის თქმით, ეს განცხადებები ყოველთვის ცინიკურად გამოიყურებოდა ოკუპაციის, ეთნოწმენდის, რუსეთში ქართველების დევნისა და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯების ფონზე.
მანჯგალაძის თქმით, ქართულ მხარეს სურს, რომ რუსეთთან რეალური დიალოგი დაიწყოს.
მიხეილ სააკშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 27-28 მარტს სამხრეთ კორეაში ქალაქ სეულში გაიმართება.
პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე მოსახლეობისთვის ენერგოვაუჩერების დარიგება გრძელდება. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღიშნა ელექტროენერგიის ვაუჩერი მოსახლეობის 65.3 პროცენტს უკვე დაურიგდა.
კომენტარები