1 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ და ევროკავშირი აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ . აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობამ გაავრცელეს. როგორც აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი:"შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და არ აღიარებს საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში 10 მარტს ჩატარებული აფხაზეთის დე ფაქტო "საპარლამენტო" არჩევნების ლეგიტიმურობას" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით ის კონსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა, მათთვის მიუღებელია. "ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე, ხაზს უსვამს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების მოძიებას და მოუწოდებს ყველა მხარეს, ამ მიმართულებით ძალისხმევა გამოიჩინოს", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 10 მარტს ჩატარდა. დე ფაქტო პარლამენტის 35 წევრიდან მხოლოდ 13 აირჩიეს. მეორე ტური 24 მარტისთვის დაინიშნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები