1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან - პერსპექტივები და ექსპერტთა შეფასებები

ჩამოტვირთვა

2011 წლის პირველ დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლის ზაფხულამდე საქართველოსთან სავიზო დიალოგი უნდა გაიხსნას. იქამდე კი საქართველოში ევროკაშირის ექპერტთა ჯგუფი ჩამოდის, რომელიც ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხს შეაფასებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე, განმარტავს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე აქტიური დიალოგის დაწყება ექსპერტთა ვიზიტის ანგარიშზე იქნება დამოკიდებული. ევროკავშირის დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს და დეტალურად გაეცნობა ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს. საქართველომ სავიზო დიალოგის დაწყების შესახებ ხელშეკურლებას, ჯერ კიდევ მარტში მოაწერა ხელი. როგორც უმრავლესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი, ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელშეკრულების პირველი ეტაპი უკვე ამოქმედებულია. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით, ქვეყნისთვის მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში გატარებული რეფორმებისა და დანერგილი ცვლილებების ფონზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება სულ უფრო რეალური ხდება. გასულ წელს, ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან სავიზო მიმოსვლის გამარტივებისა და უკანონო მიგრანტთა რეადმისიის თაობაზე გაფორმებული ორი ხელშეკრულება დაამტკიცა. საქართველოს მოქალეებისთვის ვიზის აღების პროცედურები გამარტივდა, ამავე ხელშეკრულების თანახმად, საკონსულო მოსაკრებელი 60 ევროდან 35 ევრომდე შემცირდა და გადასახადისაგან გათავისუფლდა პირთა გარკვეული კატეგორია. რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება კი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასა და პროცედურული საკითხების მოგვარებას ავალდებულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები