1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი ბარამიძე ყირგიზეთის დელეგაციას შეხვდა

ჩამოტვირთვა

ყირგიზეთის პოლიტიკური ელიტა საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს აღიარებს - ამის შესახებ ვიცე პრემიერ-მინისტრმა, დღეს, ყირგიზეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი ბარამიძის თქმით, ყირგიზეთი საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს და დელეგაციის ვიზიტი სწორედ ქვეყნის რეფორმების გაცნობას ემსახურება. ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, გულნარა ასემბეკოვამ, დელეგაციის საქართველოში სტუმრობის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება ყირგიზეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოში დღეს ჩამოვიდა და შეხვედრებს კიდევ ორი დღის განმავლობაში გამართავს. დელეგაცია საქართველოს 15 მარტს დატოვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები