პოლიტიკა
კონტროლის პალატამ „ქართუ ბანკი“ 822 ათასი ლარით დააჯარიმა
2012-03-12 18:02:50
ჩამოტვირთვა
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, უკანონო ფინანსური ოპერაციის გამო „ქართუ ბანკი“ დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონტროლის პალატა ავრცელებს.
კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცახდებაში ნათქვამია, რომ კორუფციული სქემის მიხედვით ,,ქართუ ბანკმა“ თავის თანამშრომლებს პრემიის სახით 82 204 ლარი ჩაურიცხა, რათა, მოგვიანებით, ეს თანხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხულიყო. აღნიშნული ფინანსური ტრანზაქცია დაადასტურეს „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებმა: ქურდაძემ და ხუხუნეიშვილმა, რომლებსაც 44 400 და 37 804 ლარი მიიღეს, მაგრამ, როგორც განცხადებაში წერია, შემდგომში მათ უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს.
დაახლოებით 1 კვირის წინ „ქართუ ბანკის“ ორმა თანამშრომელმა ზვიად ხუხუნაშვილმა და რამაზ ქურდაძემ „ქართუ ბანკი“ ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, რომელიც ბანკისგან პრემიის სახით მიიღეს, „ქართული ოცნებისთვის“ უნდა გადაერიცხათ.
კომენტარები