მსოფლიო
საქართველოს ევროკავშირის მისია ეწვევა
2012-03-12 15:14:17
ჩამოტვირთვა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა. ნინო კალანდაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები სრულიად უკონტროლოა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადი საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსების აუცილებლობაზე მიუთითებს. მისივე თქმით, ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემაა.
ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტმა გასულ კვრიას 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნარკოტრაფიკის მთავარ კერადაა დასახელელბული.
დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროკავშირის ექპერტთა მისია ეწვევა;
როგორც ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებების იმპლემენტაციის საკითხის განხილვა იქნება. მისივე თქმით, ევროკავშირის მისია ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
კომენტარები