მსოფლიო
დონალდ ტრამპი საქართველოში 20 აპრილს ჩამოვა
2012-03-12 12:24:10
ჩამოტვირთვა
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი 20 აპრილს საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას კომერშალ თაიმსი ტრამპის კუთვნილი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე მაიკლ კოჰენზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ დროისთვის ბატონმა ტრამპმა უკვე დაასრულა არქიტექტორულ პროექტზე მუშაობა, რომელიც უნდა აშენდეს ბათუმში.
დაგეგმილია, რომ ბატონი ტრამპი თბილისში 20 აპრილს უნდა ჩამოვიდეს, რათა პროექტთან დაკავშირებით სილქ როუდ გრუპთან და პრეზიდენტთან გამართოს მოლაპარაკება“, - აცხადებს კოჰენი. ამერიკელ მილიარდერსა და კომპანია სილქ როუდ გრუპს-ს შორის ხელშეკრულბა ნიუ იორკში 2011-ი წლის მარტში გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმსა და თბილისში ორი ცათამბჯენი უნდა აშენდეს და ტრამპის კომპანია პროექტების განხორციელებაში 250 მილიონ დოლარს ჩადებს.
კომენტარები