პოლიტიკა
ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა
2012-03-12 12:21:32
ჩამოტვირთვა
ნიკოლა სარკოზიმ საკუთარ გამოსვლაში, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოეწყო, საქართველოს შესახებ ისაუბრა.
საფრანგეთის პირველმა პირმა იმ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანამ საქართველოს, ლიბიისა და კოტ დივუარის კონფლიქტებისას შეასრულა.
ნიკოლა სარკოზიმ ევროპას შენგენის შეთანხმების რეფორმირებისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საფრანგეთმა შეთანხმების წევრობაზე უარი თქვას.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია შენგენის ზონის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება, რათა ევროპის ქვეყნებში მიგრანტების რაოდენობა დარეგულირდეს.
კომენტარები