პოლიტიკა
საპროტესო აქციები და დაპატიმრებული მანიფესტანტები რუსეთში
2012-03-11 16:15:47
ჩამოტვირთვა
რუსეთში დიქტატურა გრძელდება. მასობრივი დაკავებით დასრულდა ოპოზიციის მომხრეების გამოსვლა ნიჟნი ნოვგოროდში. სამართალდამცველებმა 87 დემონსტრანტი დააკავეს. რამდენიმე მათგანი ამ დრომდე წინასწარი დაკავების საკანში რჩება. აყვანილებს ბრალი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და არეულობის მოწყობაში ედებათ.
დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვის პოლიციამ გუშინ ახალ არბატზე დემონსტრაციისას აყვანილი ყველა პირი გაათავისუფლა. ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ყველა მათგანი რამდენიმე დღეში სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. გავრცელებული ცნობით, რამდენიმე დემონსტრანტთან პროფილაქტიკური გასაუბრებაც ჩაატარეს.
მოსკოვში გასულ ღამეს სულ 25 ადამიანი დააკავეს. ბრალი მათ პროვოკაციის მოწყობაში ედებოდათ. პროვოკაციის ორგანიზების ბრალდებით, დააკავეს "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვიც.
აქცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გუშინ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. მასში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო.
კომენტარები