მსოფლიო
აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება
2012-03-10 14:03:01
ჩამოტვირთვა
აფხაზეთში დღეს დილიდან ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დე-ფაქტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისთვის აფხაზეთში 174 საარჩევნო უბანი გაიხსნა . დარეგისტრირებულია 150-მდე კანდიდატი, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტის 35 მანდატისთვის იბრძოლებს. ამომრჩეველთა რაოდენობა 149 622-ია. საუბნო საარჩევნო კომისიებში 1500 ადამიანი იმუშავებს.
კანდიდატები დააყენეს როგორც საინიციატივი ჯგუფებმა, ისე პარტიებმა – "ედინაია აბხაზია", "კომუნისტური პარტია" და "აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი".
ტაბაღუას ცნობით, არჩევნებს რუსეთიდან, დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკებიდან, ასევე, ლატვიიდან, ვენესუელადან, ნიკარაგუადან და ტუვალუდან ჩასული დამკვირვებლები დააკვირდებიან.
დე-ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი "საპარლამენტო არჩევნები - 2012", რომელსაც "აპსნი პრესის" დირექტორი მანანა გურგულია ხელმძღვანელობს. ცენტრი 11 მარტის ჩათვლით იმუშავებს და ინფორმაციის მიღებას ჟურნალისტებთან ერთად დამკვირვებლებიც შეძლებენ.
წელს აფხაზეთში დე-ფაქტო პარლამენტს 5 წლის ვადით აირჩევენ.
კომენტარები