1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება

ჩამოტვირთვა

აფხაზეთში დღეს დილიდან ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დე-ფაქტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისთვის აფხაზეთში 174 საარჩევნო უბანი გაიხსნა . დარეგისტრირებულია 150-მდე კანდიდატი, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტის 35 მანდატისთვის იბრძოლებს. ამომრჩეველთა რაოდენობა 149 622-ია. საუბნო საარჩევნო კომისიებში 1500 ადამიანი იმუშავებს. კანდიდატები დააყენეს როგორც საინიციატივი ჯგუფებმა, ისე პარტიებმა – "ედინაია აბხაზია", "კომუნისტური პარტია" და "აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი". ტაბაღუას ცნობით, არჩევნებს რუსეთიდან, დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკებიდან, ასევე, ლატვიიდან, ვენესუელადან, ნიკარაგუადან და ტუვალუდან ჩასული დამკვირვებლები დააკვირდებიან. დე-ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი "საპარლამენტო არჩევნები - 2012", რომელსაც "აპსნი პრესის" დირექტორი მანანა გურგულია ხელმძღვანელობს. ცენტრი 11 მარტის ჩათვლით იმუშავებს და ინფორმაციის მიღებას ჟურნალისტებთან ერთად დამკვირვებლებიც შეძლებენ. წელს აფხაზეთში დე-ფაქტო პარლამენტს 5 წლის ვადით აირჩევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები