1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მოსკოვში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

ჩამოტვირთვა

მოსკოვში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. "რია ნოვოსტის" ცნობით, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, ბლოგერები და დამკვირვებლები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მუშაობდნენ, "ახალ არბატზე" 13:00-დან 16:00 საათამდე შეიკრიბებიან . აქციაში მონაწილეობას 50 ათასამდე მოქალაქე გეგმავს. მანიფესტანტები არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ და იმ დარღვევებზე ისაუბრებენ, რომლებიც დააფიქსირეს. ოპოზიცია ასევე გეგმავს, რომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაც საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართოს. აქციის ორგანიზებისთვის დაახლოებით მილიონი რუბლი დაიხარჯა. ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი მიტინგი განსაკუთრებული იქნება. "ის მიეძღვნება გაყალბებებისა და დარღვევების განხილვას, რომლებიც 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. ოპოზიციის მიტინგზე მისვლას "ცნობისმოყვარეობის გამო" გეგმავს რეჟისორი სტანისლავ გოვორუხინიც, რომელიც ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, 63.6%-ით ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები