1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთი გაყალბებული არჩევნების შემდეგ

ჩამოტვირთვა

რუსეთში ინაუგურაციისთვის სამზადისი დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს არჩევნებზე გამოვლენლი დარღვევების ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს. გაპრეზიდენტება ვლადიმერ პუტინისთვის ამ დრომდე არ მიულოცია ბარაკ ობამას. ამერიკის ადმინისტრაციის პრესმდივანი, ჯეი ქერნი, რუსეთთან თანამშრობლობის გაგრძელების ფორმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რუსეთის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების ფაქტები უნდა გამოიძიოს. გამარჯვებას გაპრეზიდენტებული პრემიერი დიმიტრი მედვედევთან და იტალიის სკანდალურ ყოფილ პრემიერთან ერთად სოჭში სათხილამურო კურორტზე აღნიშნავს. მედვედევმა პუტინს არჩენებში გამარჯვება პირადად მიულოცა. ამჟამინდელი პრეზიდენტის მტკიცებით, პუტინის გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ მათი სამთავრობო გუნდის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი ხალხისათვის სრულიად მისაღებია. რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ყოფილი საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვიც. მისი შეფასებით, რუსეთის ახლადარჩეულ პრეზდენტს მოუწევს დემოკრატიული რეფორმების გატარება, რადგან ოპოზიცია მას არჩევნების აშკარა გაყალბებაში ადანაუშაულებს. არჩევნების გაყალბების შემდეგ, რუსეთში საპროტესტო ტალღა არ წყდება. რუსი ოპოზიციონერები კიდევ ერთ ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ. „რუსეთი პუტინის გარეშე“ - ასეთია მომიტინგეების ძირითადი ლოზუნგი. მსგავსი მოთხოვნით გამოდის ცნობილი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკიც. იგი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ 7 მაისს პუტინის ინაუგურუაცია, შესაძლოა, სულაც არ შედგეს, რადგან მას კრემლიდან იძულებით გააგდებენ. რუსეთში საპროსტესო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თითქმის ყოველდღე იმართება. 20-მდე მომიტინგე დააკავეს გუშინ პუშკინის მოედანზე დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა, სადაც გამარჯვება ვლადიმერ პუტინმა მოიპოვა. პუტინის რიგით მესამე ინაუგურაცია 7 მაისსაა დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები