პოლიტიკა
სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია რეგისტრატორთა გადამზადების პროცესს იწყებს
2012-03-09 16:52:54
ჩამოტვირთვა
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისი რეგისტრატორთა გადამზადების პროცესს იწყებს, განცხადება ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ გააკეთა. კაციტაძის თქმით, ყველა იმ რეგისტრატორს, რომლებიც კარდაკარის პრინციპით, სიების დაზუსტების უზრუნვეყოფაში მონაწილეობას მიიღებენ, რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ მოქალაქეებში აგიტაციის გაწევა ეკრძალებათ. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით მსგავსი სახის დარღვევის შემთხვევაში რეგისტროტორთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდება. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისის რიგით 13 სხდომაზე რეგიონალური წარმომადგენლობების განაწილების საკითხზეც იმსჯელეს.
კომენტარები