1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინი საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ ცვლის

ჩამოტვირთვა

რუსეთის ახლადრჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოზიციების დათმობას კვლავ არ აპირებს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, პუტინმა სქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყნის მიმართ მიმართ პოლიტიკას არ ცვლის, მისივე თქმით, ასევე არ განიხილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. პრემიერი მიზეზად იმას ასახელებს, რომ საქართველო დსთ-ს წევრი აღარაა. "იქნებ ვინმეს მოეწონოს გადაწყვეტილება მშვიდობისმყოფელებზე ძალის გამოყენებით იერიშის მიტანის თაობაზე? ეს ხომ არავის მოეწონა, ყოველ შემთხვევაში რუსეთში, მით უმეტეს, როცა ხალხი დაიღუპა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ხომ იყო მიღებული. ამიტომ ეს არის არა ჩვენი ქმედებების შედეგი, არამედ ეს არის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგი. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ქართველ ხალხთან და იმედი გვაქვს, რომ გამოსავალს გამოვნახავთ, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. დღეს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევია, ის ხელმძღვანელობს საგარეო პოლიტიკას და კითხვებით მას მიმართეთ. მერე ვნახოთ, რა იქნება". რუსეთის გაპრეზიდენტებული პრემიერის, ვლადიმერ პუტინის, პოლიტიკა არ იცვლება არც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. ვლადიმერ პუტინი აგვისტოს ომის მოვლენებში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და მიხეილ სააკაშვილთან თანაშრომლობას გამორიცხავს. საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელი იქნება იქამდე, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიროგი კანდელაკი, ამბობს, რომ პუტინის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საგარეო პოლიტიკისა და რიტორიკის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. მისივე თქმით, არამხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლეთთან მიმართებით, რუსეთის საგარეო ურთიეთობები კიდევ უფრო გაცივდება. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა, სადაც გამარჯვება პრემიერმა, ვლადიმერ პუტინმა, 63,6%-ით მოიპოვა. საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვლის საპარლამენტო მოხსენების დროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივა წამოაყენა. 29 თებერვლიდან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები