მსოფლიო
პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ აპირებს
2012-03-08 14:53:59
ჩამოტვირთვა
პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ აპირებს. რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის განმარტებით ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველო დე-სე-თეს წევრი არ არის.
როგორც ჩანს ვლადიმერ ვლადიმერის ძე რიტორიკის შეცვლასაც არ აპირებს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან დიალოგი შეუძლებელია. „ჩვენ ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ, არჩევანი კი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს“ - აცხადებს პუტინი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კი რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი რუსეთის ბრალს გამორიცხავს და ომის წამოწყებაში ტრადიციულად საქართველოს ხელისუფლება ადანაშაულებს.
კომენტარები