მსოფლიო
ნატო-საქართველოს შორის ახალი დოკუმენტი გაფორმდა
2012-03-08 12:56:06
ჩამოტვირთვა
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე თანამშრომლობის მიმდინარეობა განიხილეს. ალიანსის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ კომისიამ ალიანსთან შესაბამისობაში მიღწეული პროგრესი და ყოველმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა და მოკავშირეების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ავღანეთის ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის.
კომისიამ საქართველოში რეფორმების, მხარდაჭერის ზომებზეც იმსჯელა, მათ შორის სამოქალაქო მომსახურების გაძლიერების, ასევე საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებზე, სამოქალაქო დამოკრატიული ზედამხედველობის შესაძლებლობების საკითხებზე.
კომენტარები