1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკა ტყეშელაშვილი - პუტინის განცხადებები ცინიკურია და სიახლეს არ წარმოადგენს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დღეს 10-წლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ფასიანი ქაღალდები აქამდე დოლარსა და ლარში იყო, ახლა კი ეროვნულ ვალუტაში ლარში იქნება. პრემიერ მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე 5 მილიონილარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გამოუშვეს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციების საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილი რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით პუტინის განცხადებები ცინიკურია და ის სიახლეს არ წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივები შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოს რომ სხვაგვარად ემოქმედა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტისას, დღეისთვის სხვა ვითარება იქნებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები