მსოფლიო
მიხელ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
2012-03-07 18:06:41
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, არტურ რასიზადეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო. მხარეებმა ის ახალი პროექტებიც განიხილეს, რომელთა განხორციელებაც პრეზიდენტების შეხვედრის შედეგად გადაწყდა. მიხეილ სააკაშვილი და არტურ რასიზადე დაწყებული პროექტების მიმდინარეობის საკითხსაც შეეხნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი შეხვედრა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთანაც გამართა. ოგთაი ასადოვმა ყურადღება ორი ქვეყნის მეგობრობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება ყველა ქვეყნისთვის არის მისაბაძი.
საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა. გაიმართა ასევე გაფართოებული შეხვედრა აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეს შორის. მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში, დღეს დასრულდება
კომენტარები