მსოფლიო
"საბჭოთა კავშირის გვამის გაცოცხლების მცდელობები კრახისთვის არის განწირული"
2012-03-07 13:48:01
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა, რომ „ზოგიერთმა ნოსტალგიურად განწყობილმა ლიდერმა მოსკოვში ახალი ძველი იდეა წარმოადგინა“ ევრაზიული კავშირის შექმნის სახით, თუმცა, მისი აზრით, ეს პროექტი ვერ და არ იქნება წარმატებული, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნები არ დათმობენ თავისუფლებას და ამის გაცნობიერება რუსეთის ლიდერებსაც მოუწევთ. პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ 2012 წელს "საბჭოთა კავშირის გვამის გაცოცხლების მცდელობები" კრახისთვის არის განწირული.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძლიერი პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ტყუილების მიუხედავად, მას არ სურს სუსტი რუსეთი და იგი ძალიან შორს დგას ამ ქვეყნის ნაციონალური ინტერსების მტრობისგან. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ოცნებობს ისეთ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც იქნება ამაყი და სტაბილური. სააკაშვილი დარწმუნებულია საკუთარ ძალასა და იმაში, რომ სწორი გზით მიდის.
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
კომენტარები