პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძემ ისრაელში განსახილველად ჯვრის მონასტრის საკითხი დააყენა
2012-03-05 16:38:46
ჩამოტვირთვა
გრიგოლ ვაშაძემ, ისრაელში ვიზიტის დროს, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი ოფიციალურად დააყენა. ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნინო კალანდაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის თანახმადაც, იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო უწყება საქმის კურსში არ იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალურად შექმნილი კომისია და დიპლომატიური მისია უკვე მუშაობს.
კომენტარები