მსოფლიო
პუტინის გაპრეზიდენტება - რუსეთის განვითარების დაბალი პერსპექტივა
2012-03-05 15:59:39
ჩამოტვირთვა
ქართულ მხარეს ილუზია არ აქვს, რომ პუტინის გაპრეზიდენტება რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს შეცვლის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნინო კალანდძის თქმით, ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ურყევი პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ პუტინის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ზეწოლა გავლენას მოახდენს.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მოულოდნელი არავისთვის არ არის, მათ შორის, არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის - ამის შესახებ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მან ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის არჩევნების მოსალოდნელი შედეგი ყველასათვის წინასწარვე იყო ცნობილი.
კომენტარები