1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც მონაწილეობს

ჩამოტვირთვა

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც მიმდინარეობს, - ამის შესახებ აფხაზური და ცხინვალური სააგენტოები იუწყებიან . აფხაზეთში 9 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. 2 უბანი სოხუმში, თითო კი გაგრაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელში, გალში, გუდაუთაში, ბიჭვინთასა და სოფელ ბომბორაში მუშაობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი ხმის მიცემა 12 საარჩევნო უბანზეა შესაძლებელი. 4 უბანი ცხინვალში, ერთი კვაისაში და თითო-თითო დე-ფაქტო რესპუბლიკის რაიონების ოთხ ადმინისტრაციულ ცენტრებშია გახსნილი. ორი უბანი მუშაობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეოთხე სამხედრო ბაზაზე, ცხინვალსა და ჯავაში, ერთი კი დმანისში რუსი მესაზღვრეების სამმართველოში. შეგახსენებთ რომ დღეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები პრეზიდენტს ირჩევენ. კენჭს იყრიან: "ედინაია რასიას" კანდიდატი, მოქმედი პრემიერი ვლადიმერ პუტინი, კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი, "სპრავედლივაია რასიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი და მილიარდერი მიხეილ პროხოროვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები