პოლიტიკა
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის წინასწარი შეფასებები
2012-02-28 17:21:49
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე სულ ცოტა ხანი რჩება. მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს 20 საათზე წარსდგება. რის შემდეგაც პარლამენტის ტრიბუნა პოლიტიკურ დებატებს დაეთმობა.
პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი დაეთმობათ, ფრაქციასა და პარლამენტის თავჯდომარეს, თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს 10, ხოლო დამოუკიდებელ დეპუტატებს 5 წუთი.
პრეზიდენტის 1 საათიანი გამოსვლის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც ტრიბუნაზე ოპოზიცია წარსდგება. პრეზიდენტის გამოსვლამდე რამდენიმე სათით ადრე უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის გამოსვლისა და პოლიტიკური დებატების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
კომენტარები