პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭოს დასკვნა საქართველოს შესახებ
2012-02-28 14:31:42
ჩამოტვირთვა
საქართველოში მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაშია მითითებული, რომელიც საბჭოს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აცნობიერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და არჩევანს, ასევე მის სურვილს, ააშენოს ღრმა და მდგრადი დემოკრატია.
"ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას საზოგადოების მოდერნიზებისა და რეფორმირებაში, ასევე კორუფციასთან ბრძოლაში. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს უკიდურეს მნიშვნელობას, უზრუნველყოფილი იყოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობა", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში.
დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საჭიროება.
"მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რეალურად პოლიტიკური პლურალიზმის და შეკრების თავისუფლების დაშვება, თავისუფლება და მედიაზე თანასწორი ხელმისწავდომობა, ასევე სასამართლოს დამოუკიდებელობის შემდგომი გაძლიერება", - აღნიშნულია დოკუმენტში.
კომენტარები