1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 20.00 საათზე პარლამენტში მივა და ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებული იყოს რეზოლუცია. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილი დებატები "პოლიტიკური დებატების" ფორმატით გაიმართება. კერძოდ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები