მსოფლიო
მოსკოვი რუსეთ-საქართველოს ომში რუსი სამხედროების მიერ დანაშაულის ჩადენას უარყოფს
2012-02-24 11:53:54
ჩამოტვირთვა
მოსკოვი რუსეთ-საქართველოს ომში რუსი სამხედროების მიერ დანაშაულის ჩადენას უარყოფს. როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.
"ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას დაუსაბუთებლად ადანაშაულებს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსი სამხედროების მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურად გამოძიებაში. ქართული მხარის მტკიცებები რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა მარკინმა.
მისივე თქმით, მოწმის სახით ქართველი სამხედროებს, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობას, მათ შორის ეთნიკურ ქართველებს რუსი სამხედრო მოსამსახურეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ არ განუცხადებიათ.
მარკინი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მოგონილი მიზეზით უარი უთხრეს რუსულ მხარეს სამართლებრივ დახმარებაზე.
კომენტარები