1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აფხაზეთის ტერიტორია "შეპყრობამ" მოიცვა

ჩამოტვირთვა

"შეპყრობა" -სწორედ ამ სახელწოდების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში მთელ აფხაზეთში. ე.წ. უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები გალის რაიონის ყველა სოფელში არიან შესული. ისევ შეწყვეტილია მიმოსვლა ენგურის ხიდზე როგორც, ზუგდიდის, ისე გალის მიმართულებით.დე–ფაქტო პრეზიდენტზე თავდასხმის ფაქტის გამო ე.წ. უშიშროების საბჭოც გაიმართა, რომელსაც თავად ანქვაბიც დაესწრო. საბჭოზე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთში რუსეთიდან გამომძიებელთა და კრიმინალისტთა ჯგუფი ჩავა. ანქვაბმა დე-ფაქტო საბჭოზე განაცხადა, რომ დახმარება გამოძიებაში მას რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა სატელეფონო საუბრისას შესთავაზა. გავრცელდა აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის პირველი კომენტარიც. ანქვაბი ტერქტს რეგიონში დესდტაბილიზაციის შექმნის მცდელობად აფასებს. “ჩვენი ქმედებებით მოქალაქეებში თავდაჯერებულობა და ნდობა უნდა განვამტკიცოთ. ჩვენ უნდა უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ტერორიზმტისა და ბანდიტების წინააღმდეგ. ეს ტერქტი სწორედ დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული“ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში მოახლოებულ საპრეზიდეენტო არჩევნებს უკავშირებს. წინასწარი გამოძიების ვერსიით თავდასხმის ორგანიზატორებად ჯერ-ჯერობით კვლავ ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები სახელდება. ქართველი დეპუტატები კი ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი ნებისმიერი ამგვარი ფაქტის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს რადგან სწორედ ისაა ოკუპანტი ქვეყანა. 2005 წლიდან მოყოლებული ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი. როგორც ქართველი ექსპერტი ვასილ ჭყოიძე ამბობს, მსგავსი პრეხნედენტის არსებობა იმაზე მიუთითებს რომ ზოგადად რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაცია მოსახლეობისთვისაც გარკვეული საფრთხის შემცველია. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის ავტომობილს გუდაუთა-სოხუმის გზაზე გუშინ 9ის ნახევარზე დაესხნენ თავს. თავდაპირველად გზაზე დადებული ასაფეთქებელი ნივთიერება გააქტიურდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ყუმბარმტყორცნიდან და ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა, დაიჭრა მისი პირადი დაცვის სამი წევრი, რომელთაგან ორი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები