პოლიტიკა
ქეთა თოფურიამ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა
2012-02-23 15:58:26
ჩამოტვირთვა
„ა სტუდიოს“ სოლისტმა, ქართველმა მომღერალმა, ქეთა თოფურიამ, ხალხს 23 თებერვალი, სამშობლოს დამცველის დღე მიულოცა. ღონისძიება მოსკოვში, პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე გაიმართა.
ქეთა თოფურიას გარდა აქციაზე სხვა ცნობილმა მომღერლებმაც იმღერეს. რუსეთის პრემიერ-მინისტრის მომხრეებმა დიდი სპორტული მოედანი მთლიანად დაიკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, მიტინგზე 130 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
კომენტარები