1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინი საქართველოსთან ურთიერობის აღდგენაზე საუბრობს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის პირობებში პუტინი საქართველოსთან ურთიერობის აღდგენაზე საუბრობს. კიდევ ერთი ცინიკური და მუქარანარევი განცხადება რუსეთის პრემიერმა შეიარაღებული ძალების დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურებთან შეხვედრაზე გააკეთა. "ჩვენ არასოდეს ვაიგივებდით ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლებასთან. იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი მოძმე ერი ბოლოს და ბოლოს გაიაზრებს, რომ რუსეთი მტერი არ არის და ჩვენი ურთიერთობა აღდგება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაწყვეტაში პუტინმა საქართველო დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ურთიერთობა იმ პოლიტიკის გამო დაიძაბა, რომელსაც ატარებდა და დღემდე ატარებს საქართველოს ხელისუფლება. რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კომენტარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზეც გააკეთა და შეცდომა უწოდა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. "ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეცდომას უშვებენ. მოსკოვს იმედი აქვს, რომ ქართულ მხარეს ეყოფა ჭკუა, არ გამოიყენოს ეს იარაღი", - განაცხადა პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა განცხადებები იმ ფონზე გააკეთა, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება ასობით რუსი სამხედრო, ათასობით ადამიანმა კი იძულებით დატოვა საკუთარი საცხოვრებელი რუსული აგრესიის შემდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები