1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სტუდენტებს პუტინის მხარდაჭერას აიძულებენ

ჩამოტვირთვა

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზეწოლა ძლიერდება სტუდენტებზეც. მოსკოვის ფინანსურ-იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა სკანდალური განცხადება გაავრცელეს. მოსწავლეებს აიძულებენ მოქმედი პრემიერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ აქციებში მიიღონ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სანქციებით ემუქრებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთმა სტუდენტმა "თვითერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ანასტასია ამბობს, რომ სტუდენტებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც მათ ოპოზიციის მიტინგზე წასვლის შემთხვევაში ემუქრებიან და მოუწოდებენ, დღეს დაგეგმილ პრემიერის მხარდამჭერ აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები