პოლიტიკა
ამერიკის სამძიმარი ავღანეთში დაღუპულების გამო
2012-02-22 17:06:29
ჩამოტვირთვა
დღეს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს სელესტე ვალანდერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა ამერიკული მხარის სამძიმრით დაიწყო, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობის სახელით სელესტე ვალანდერმა და ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გამოთქვეს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ავღანეთში სამი ქართველის სამხედროს დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ მათ საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავალს შეწირეს თავი. ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც ესწრებოდა.
კომენტარები