მსოფლიო
ეუთო-ს უმაღლესი კომისრი კნუტ ვოლებეკი საქართველოში
2012-02-22 11:50:09
ჩამოტვირთვა
2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთო-ს უმაღლესი კომისრი კნუტ ვოლებეკი ეწვია.
უმაღლესი კომისარი შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან გამართავს. ვიზიტის მიზანს ეროვნული უმცირესობების შესახებ ინფორმაციის შესწავლა და შეფასება წარმოადგენს.
კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
კომენტარები