1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოთხი ოცნებაახდენილი და ვაკანსია ახალ მეოცნებეზე

ჩამოტვირთვა

,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, ,,ეროვნული ფორუმი“, ,,თავისუფალი დემოკრატები“ – ამ პარტიების ლიდერებს ოცნება უკვე აუხდათ. მათ ოცნებას ფერი არ აქვს ,თუმცა როგორც ამბობენ ქართულია. ალასანია, უსუფაშვილი და კახა შარტავა საკუთარი პარტიებით ივანიშვილის კოალიციის უკვე ოფიციალურ წევრებად იქცნენ. დღეს კოალიციის პრეზენტაციაზე განახლებულ სიძველეებთან ერთად მოულოდნელი ეფექტებიც შეინიშნებოდა. კოალიციის მიღმა დარჩნენ კონსერვატორები და ხალხის პარტია, უფრო მეტიც კობა დავითაშვილის ადგილი პოლიტიკურ საბჭოშიც არ გამოიძებნა, მისი განუყრელი თანამებრძოლის ზვიად ძიძიგურისგან განსხვავებით. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების კოალიცია შეიკრა და სამი პოლიტიკური პარტიით შედუღაბდა, მასში ის პოლიტიკური ძალები შევიდნენ ,რომლებიც სხვადასხვა დროს ერთიანდებოდნენ თუმცა მალევე ეყრებოდნენ ერთმანეთს. ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე აცხადებდა, რომ იყო საკითხებში, რომლებსაც რეფერენდუმზე გატანა დასჭირდებოდათ, დღეს როგორც ამბობენ კოალიცია ერთ აზრზეა. უფრო მეტიც ძიძიგური აცხადებს, რომ ერთ დროს მოქიშპე პოლიტიკოსებს არა ფული არამედ სულიერი კავშირი და თვით ივანიშვილი აერთიანებთ. ივანიშვილს პირობა არც დღეს შეუსრულებია. კოალიციის წევრებსა და საბჭოს წევრებს შორის ისევ ძველი, კარგად დავიწყებული სახეები და შევარდნაძის დროის ჩინოვნიკები აღმოჩნდნენ. პარტიის რიგებში გამოჩნდა ასლან აბაშიძის თანაგუნდელი პარტია „აღორძინების“ ყოფილი წევრი როზა ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად „ხალხის პარტიის“ ღირსებას იცავს ჟურნალისტების მიმართ დღეს ჩვეული აგრესიით გამოირჩეოდა თინა ხიდაშელი. ოლიგარქი ივანიშვილი საზოგადოებას იმ თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულებას დაჰპირდა, რომელიც კოალიციამ უკვე შეიმუშავა, დეკლარაციაში ახალი არაფერია ,გარდა იმისა,რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ერთეულებად არ არის მოხსენიებული და მათ ოსი და აფხაზი ძმები ეწოდებათ. ივანიშვილი პარტიულ ყრილობას მარტში გეგმავს და აცხადებს, რომ მეოცნების ვაკანსია პარტიაში კიდევაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები