1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწიური მოხსნებით მომავალ კვირაში გამოვა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწიური მოხსნებით, მომავალ კვირაში გამოვა. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პრეზიდენტის გრაფიკის გადატვირთულობის გამო, კონკრეტული თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის. ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილი დებატებისთვის დროის გაზრდა მოითხოვა. „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მისი ფრაქციის, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობისთვის გამოყოფილი დროის, 15 წუთის ნაცვლად ნახევარ საათამდე გაზრდა მოითხოვა. თუმცა გადაწყდა, რომ დებატებისას ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" დამატებით დროს ვერ მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკური დებატები უფრო გაფართოვდა და დებატებში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ დეპუტატს. ბაქრაძე ამბობს, რომ პოლიტიკური დებატების ამჟამინდელი მექანიზმი ოპოზიციისთვის ხელსაყრელია. პრეზიდენტი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ისაუბრებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე, საგარეო პოლიტიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. როგორც უმრავლესობის წევრი, პავლე კუბლაშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მოხსენების შემდომ, უმცირესობასა და უმრავლესობას რეგლამენტით გათვალისწინებული 45 წუთი ექნება გამოსაყენებელი. პოლიტიკურ დებატებს რეგლამენტის 138-ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, სიტყვით გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას, ეძლევა 45-45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეებს– თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები