პოლიტიკა
თოფაძეს ივანიშვილის 12 მილიონი მართებს
2012-02-20 16:43:00
ჩამოტვირთვა
გოგი თოფაძეს ივანიშვილის 12 მილიონი მართებს. პოლიტიკურ პარტია მრეწველებში სერიოზული დაძაბულობაა. ინფორმაციას გაზეთი “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს.
პარტიის დამაარსებელმა გოგი თოფაძემ საკუთარ პარტიასა და ივანიშვილს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. გავრცელებული ინფორმაციით, თოფაძე ცდილობს პარტია ივანიშვილისკენ გადაქაჩოს, ტყემალაძე კი ამის წინააღმდეგია. გადაწყვეტილების ირგვლივ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
ვალის ისტორია კი დიდი ხნის წინანდელია. ფული ბიზნესმენმა ოლიგარქისგან ჯერ კიდევ მაშინ ისესხა, როცა ივანიშვილი ქველმოქმედი იყო და პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
თუ თოფაძე ივანიშვილთან პარტნიორობაზე უარს იტყვის, ბუნებრივია 12-ი მილიონის დაბრუნება მოუწევს. ნათქვამია სტატიაში.
კომენტარები