1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკანდალი ძმები გაჩეჩილაძეების ირგვლივ

ჩამოტვირთვა

გაჩეჩილაძეების ირგვლივ შესაძლოა, ახალი სკანდალი აგორდეს. საქმე ეხება სატელევიზიო პროექტსა და პოლიტიკურ მელოდიებს, რომელსაც "უცნობი" ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ამზადებს, თუმცა ამ პროექტში მან კოლეგები ისე ჩაითრია, რომ პოლიტიკური ქვეტექსტების შესახებ არ გაუფრთხილებია. ჩვენთვის ცნობილი გახდა პროექტისთვის ჩაწერილი ერთ-ერთი სიმღერის შესახებ, რომელსაც "უცნობი" ქეთათო ჩარკვიანთან და რობი კუხიანიძესთან ერთად ასრულებს. ირკვევა, რომ გია ყანჩელის მელოდიებზე ჩაწერილი სიმღერა გია გაჩეჩილაძემ მოგვიანებით პოლიტიკური ტექსტებით "გაამდიდრა". ქეთათო ჩარკვიანისთვის „უცნობის“ თვითშემოქმედება სიურპრიზი აღმოჩნდა და პროექტში მონაწილეობაზე საერთოდ უარი განაცხადა. ეს იყო, უბრალოდ, ყანჩელის მოტივებზე, რომლის შემოქმედებას პატივს ვცემ, თუმცა, თუ ეს სხვაგვარად იქნება გამოყენებული, ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჩემი პარტია იყო, უბრალოდ, ყანჩელის მელოდია და შემდეგ თუ გიამ სხვანაირი სახე მისცა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ზოგადად, სტუდიებში უამრავი რაღაც იწერება, თუმცა, როდესაც ხედავ, რომ ამას პოლიტიკური სახე ეძლევა, ეს ჩემთვის მიუღებელია. პოლიტიკაში მონაწილეობა აქამდე არასდროს მიმიღია და არც მომავალში ვგეგმავ. არ ვაპირებ, საკუთარ პრინციპებს ვუღალატო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები