1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დეტალები დღეს გაირკვევა

ჩამოტვირთვა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის დეტალებს შეათანხმებენ. დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის კონკრეტული თარიღი და გაირკვევა, შედგება თუ არა დებატები. პარლამენტის რეგლამენტის 194-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ კი, იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია. პარლამენტში დებატები პრეზიდენტის შარშანდელი გამოსვლის შემდეგაც გაიმართა, თუმცა რეზოლუცია პარლამენტს მაშინ არ მიუღია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები