პოლიტიკა
დავით ბაქრაძე მარნეულის მოსახლეობას შეხვდა
2012-02-18 11:26:27
ჩამოტვირთვა
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს მარნეულის რაიონს სტუმრობდა. მან მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათი პრობლემები მოისმინა.
დავით ბაქრაძემ მარნეულში უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. ის ქართული ენის სახლს ესტუმრა, სადაც მსურველებს სახელმწიფო ენას უფასოდ შეასწავლიან.
დავით ბაქრაძემ წყალმომარაგების ახალი სისტემის მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა. მარნეულის რაიონს სასმელი წყალის სისტემა არასდროს ჰქონია და მოსახლეობას წყლის მომარაგება შორი მანძილიდან უწევდა.
უკვე დასრულებული პირველი ეტაპის მიხედვით, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, მაისიდან კი, როცა პროექტი დასრულდება, მათ 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.
კომენტარები