პოლიტიკა
ნიკა გილაური უნგრეთში ვიზიტს განაგრძობს
2012-02-17 15:01:08
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ვიზიტს განაგრძობს. ნიკა გილაური უნგრეთის პრეზიდენტს, პრემიერ- მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ბუდაპეშტში საქართველოს და უნგრეთს შორის ხელი მოეწერა ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებას. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მოაწერა.
ნიკა გილაური ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ეკონომიკის სამინისტროში სიტყვითაც გამოვიდა, სადაც საქართველოს პრეზენტაცია გაიმართა.
პრემიერმა უნგრეთის მხრიდან პოლიტიკურ მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ უნგრული ინვესტიციების გაზრდაა მოსალოდნელი.
ნიკა გილაურმა ვიზტის ბოლოს ყვავილებით შეამკო შოთა რუსთაველის ძეგლი, რომელიც საქართველოს საელჩოს გვერდით უკვე მეორე წელია დგას, რუსთაველის მოედანზე. მაისში საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წელი სრულდება.
კომენტარები