1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოქრუაშვილი ივანიშვილს ვერსალის სასამართლოში უჩივის

ჩამოტვირთვა

“ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფრანგი ადვოკატების მეშვეობით,ვერსალის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. სარჩელი, სავარაუდოდ, "სახელისა და ღირსების შემლახავი დაუდასტურებელი ინფორმაციების გავრცელების“ საკითხს შეეხება. საუბარია გაზეთ „ასავალ–დასავალში“ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ივანიშვილი ოქრუაშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ოქრუაშვილი საქართველოს ხელისუფლებასთან ისევ თანამშრომლობს. წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი ის ფაქტი გახდა,რომ ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა და, შესაბამისად, ფრანგული მართლმსაჯულების იურისდიქციას ექვემდებარება, ივანიშვილი იმავე 78-ე დეპარტამენტშია ჩაწერილი, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი ცხოვრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები