1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიდევ ერთი რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ

ჩამოტვირთვა

ევროპარლამენტი რუსეთთან დაკავშირებით ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორე რეზოლუციას იღებს. რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტის დღის წესრგიში სწორედ დღესაა ჩანიშნული. რეეზოლუციის შემუშავება რუსეთში დადგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. ევროპარლამრნტარები რუსეთის ხელისფლებას კიდევ ერთხელ მოუწდოებენ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ. როგორც 16 პუნქტიან დოკუმნტშია აღნიშნული, რუსეთის საარჩევნო სისტემა არ შეესაბამება ევროსაბჭოსა და ეუთოს სტანდარტებს. ევროპარლამენტის 6 დეკემბრის რეზოლუციის მსგავსად, ამ კანონპროექტშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთმა გაყინული კონფლიქტების საკითხის გარდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს. როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგების დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, შოთა მალშხია, ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეზოლუციაში რომელსაც ევროპარლამენტი შეიმუშავებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დაცვის საკითხი ხაზგასმით უნდა იყოს აღნიშნული. რეზოლუციის მიღებამდე ევროპარლამენტში სულ ცოტა ხნის წინ დებატებიც გაიმართა. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, კეტრინ ეშტონმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ რუსეთში ძალიან მცირე პოლიტიკური რეფორმები ტარდება. მისივე თქმით, ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს დამკვირვებლების მიწვევას არჩევნებზე, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯების აქვს გადასადგმელი. როგორც ქართველი ექსპერტი, ვასილ ჭყოიძე, ამბობს, ევროპარლამენტარები რეზოლუციის პირველად ვერსიას, სავარაუდოდ, უცვლელად დაამტკიცებენ. ევროპარლამენტმა რეზოლუცია რუსეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან, სულ ცოტა ხანში, 2011 წლის 6 დეკემბერსაც მიიღო. ევროპის პარლამენტში აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. რეზოლუციის 24-ე პუნქტში კი ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეასრულოს 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას გულისხმობს და აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ევროპელი დამკვირვებლების დაშვებას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები