მსოფლიო
სარკოზიმ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა
2012-02-16 12:04:26
ჩამოტვირთვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მეორე ხუთწლიანი ვადით პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა. ფრანგულ ტელეარხ „ტფ1“ეთერში საუბრისას სარკოზიმ დაადასტურა, რომ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო ბრძოლაში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე ცენტრისტი სარკოზი ჯერჯერობით ჩამორჩება სოციალისტური პარტიის კანდიდატ ფრანსუა ოლანდს. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 22 აპრილს გაიმართება. თუკი ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მაშინ განმეორებითი ტური 6 მაისს გაიმართება.
კომენტარები