პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენის მოადგილედ ალექსანდრე ვერშბოუ დაინიშნა
2012-02-16 11:46:25
ჩამოტვირთვა
ნატო-ს გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენს ახალი მოადგილე ჰყავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თანამდებობა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ–ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე, ალექსანდრე ვერშბოუმ დაიკავა.
"მოუთმენლად ველი ვერშბოუსთან ერთად მუშაობის დაწყებას ავღანეთის და თავდაცვის საკითხებზე", - განაცხად ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ალექსანდრე ვერშბოუ სხვადასხვა დროს რუსეთში აშშ-ის ელჩი და ნატო-ში ვაშინგტონის დიპლომატიური წარმომადგენელი იყო.
კომენტარები