1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილმა ოცნებების „ახდენა“ არქეოლოგიით დაიწყო

ჩამოტვირთვა

,,ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო“ , ოცნება ,რომელიც გააოცებს ევროპას, ოცნება ,რომელიც რუსეთთან კეთილმეზობლურ კავშირს გვპირდება, ,ოცნება , რომელის ქუჩის კარგად ნაცნობი პერმანენტული აქციების გზით ასრულება უკვე დაანობსდა და რაც მთავარია ოცნება, რომელიც უფრო ნოსტალგიას გავს - 90–ანი წლების ნოსტალგიას. ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტიის კოალიციის პრეზენტაცია დღეს ქართული ოცნების ოფისში შედგა. საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას არც აპლოდისმენტები ისმოდა, არც ოლიგარქის თანამეცხედრე ეკატერინა ხვედელიძე ივანიშვილისა უნახავს ვინმეს და არც ბერა რეპავდა, თუმცა.... ივანიშვილმა მოკლე ექსკურსის შემდეგ საინიციატივო ჯგუფის ის 18 წევრი დაასახელა, რომელთა მოძიება ივანიშვილის ბრწყინვალე არქეოლოგიურ მონაცემებზე მეტყველებს და რომელიც ოლიგარქის თქმით, საზოგადოების ნდობის მიხედვით შეირჩა. კოალიციის წევრებს შორის უმრავლესობა კარგად ნაცნობი,თუმცა ასევე კარგად დავიწყებული ძველი სახეები აღმოჩნდნენ , მიუხედავად იმისა ,რომ ბიზნესმენი პოლიტიკაში საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი და აპოლიტიკური ადამიანების შეკრებას აპირებდა, საძმოში ზაქარია ქუცნაშვილი, გურამ ოდიშარია ,თედო ჯაფარიძე ,ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ჟვანია ,გია ვოლსკი და კიდევ რამდენიმე ისეთი სახე მოხვდა, რომლებიც ოლიგარქის კრიტერიუმს ზემოთაღნისნული კუთიხით ნამდვილად ვერ აკმაყოფილებენ . საინიციატივო ჯგუფის წევრებს პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებიათ. თუმცა მათი შინაგანი კავშირი ივანიშვილთან ნათელი მალევე გახდა. გამომსვლელთა სიტყვაში ლიტერატურული პასაჟები და ფსიქოლოგიურ–ფილოსოფიური თეზისები უხვად გაჟღერდა . პრეზენტაციის მეორე ნაწილი კითხვა–პასუხს დაეთმო, ოლიგარქს ჟურნალისტებმა მომავალი პერსპექტივებისა და კოალიციის წევრების შესახებ ჰკითხეს. ბიზნესმენმა ოქრუაშვილისაგან თამარ ქალთან შედარებული სოზარ სუბარის, ეკა ბესელიასა და სალომე ზურაბიშვილის არყოფნის მიზეზები ახსნა. იყო მორალის ჩვეული კითხვა ბიძინა რაც შეეხება თავად საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას, როგორც ჩანს ერთიანი აზრი მათ შორის ჯერ ვერ გამოიძებნა. ალასანია ძველ აზრზე რჩება , უსუფაშვილი ბოდიშის მოხდას კუკავას სთხოვს , ახალი წევრები კი ჯერ ეიფორიაში არიან და მხოლოდ პოლიტიკაში ნათლობის მილოცვებით, სენტიმენტებითა და იმედებით გაყავთ დრო. ივანიშვილის განცხადებით, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში პარტიის ყრილობა გაიმართება. ყრილობის თარიღი ოლიგარქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზეა დამოკიდებული ,თუ ივანიშვილმა ოცნება ვერ აიხდინა პარტიას მისი მეუღლე უხემძღვანელებს. მანამდე კი პოლიტიკაშ გადაბარგებული ბიზნესმენი ერეკლე მეორეს 3 ნომერში მდებარე ოფისის დაკანონებას ითხოვს, პათეტიკური პარალელების მოყვარული ივანიშვილისთვის კიდევ ერთი დეტალი ოფისის მისამართის კუთხითაც კი დაცულია ,თუმცა სად ერეკლე და სად ბიძინას ,, ქართული ოცნება“ :

კომენტარები

მსგავსი სიახლეები